6 მარტი, 2019 12:27
კომაროვის სკოლის მე-7 მეორე კლასელები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
კომაროვის სკოლის მე-7 მეორე კლასელები (დამრიგებელი – თამარ ხვედელიანი, მასწავლებელი – Lia Gogokhia) ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. (მასპინძლები: მუზეუმის კურატორი – თამარ მარი და პროგრამის ხელმძღვანელი – მალხაზ რაზმაძე)
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი და მონაწილეობა მიიღეს მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაში “ჰიმნი”.
ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით გაეცნენ და მოისმინეს ,,ჰიმნის’’როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორია და სპეციფიკა. მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნები, საქართველოს ძველი და ახლანდელი ჰიმნები.
თავად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და ჩაერთნენ სახალისო ვიქტორინაში, ასევე დახატეს კომაროვის გერბი და დროშა.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა