GE
22 მარტი, 2017 16:54

კომაროვის სკოლის მე-8 კლასში ინოვაციური ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა

21 მარტს, კომაროვის სკოლის მე-8 (მეშვიდე) კლასში ინოვაციური ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა. კომაროვის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია ნაყოფიამ, რომელიც ასევე Microsoft-ის ექსპერტ მასწავლებელია გიმნაზია ,,შავნაბადას’’ ბიოლოგიის მასწავლებელთან ლაურა ჯიმშელეიშვილთან ონლაინ გაკვეთილი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Microsoft-ის სულ 28 ექსპერტ მასწავლებელია.

უკვე, 3 თვეა რაც Microsoft-ის ექსპერტ პედაგოგებისა და ამავდროულად სხვადასხვა საგნის პედაგოგების მონაწილეობით ახალი ქსელური პროექტი (,,ქსელური პროექტის’’ ხელმძღვანელი: რუსუდან გონაშვილი) მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში  მერვეკლასელებმა იმოგზაურეს ლიტერატურულ სამყაროში.

კომაროვის სკოლის მე-8 (მეშვიდე) კლასმა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიული მონაკვეთი და აკაკი წერეთლის ისტორიული მოთხრობა ,,ბაში-აჩუკი’’ აირჩია. პრეზენტაციების დროს, კომაროველებმა ყურადღება გაამახვილეს აკაკის სტილზე, ისტორიულ და გამონაგონ პერსონაჟებზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმაზე, თუ როგორია ნამდვილი ქართველობა და სამშობლოს სიყვარული. ამ ყველაფერს გიმნაზია ,,შავნაბადას’’ მერვე კლასის მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში ისმენდნენ. ამავდროულად, კომაროველებმა ონლაინ რეჟიმში მოისმინეს  მათ მიერ საინტერესოდ ჩატარებული  გაკვეთილი გულზე.

პროექტის სახელწოდებად „ცხელი გული“ შეარჩიეს და ბიოლოგიური გულისა და ‘’ცხელი გულის’’ (სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების) საინტერესოდ დაკავშირება შეძლეს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება