კომაროვის სკოლის მორიგი წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2023), რომელიც ანტალიაში გაიმართა, 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
დავით კლდიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადის რეიტინგული სიის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა. ალექსანდრე კორკოტაშვილი, თამარ ფეიქრიშვილი და მირზა შანიძე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. გურამ მაჭარაშვილმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.
საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ბალკანეთის ოლიმპიადაში ქართული ნაკრები პირველად მონაწილეობდა. გუნდის ლიდერი – ლუკა მაჭარაშვილი, თანალიდერი – ლაშა ფერაძე.
ოლიმპიადაზე გამგზავრებისა და მონაწილეობის თანხის უდიდესი ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა