5 ოქტომბერი, 2017 16:56
კომაროვის სკოლის მოსწავლე კანტის აკადემიის მიერ გამოცხადებული პროექტის ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული მონაწილეა
კანტის აკადემიამ თეკლას სპეციალური სერტიფიკატი გადასცა, ხოლო კომაროვის სკოლას – მადლობის სიგელი – კრეატიული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეული მოსწავლის აღზრდისათვის.
კანტის აკადემიის პროგრამები დაფუძნებულია არაფორმალური განათლების ელემენტებზე, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, ექსპერიმენტულ სიმულაციებსა და როლურ თამაშებზე სწავლების პროცესში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნებას, იდეების გენერირებისა და განვითარების უნარ-ჩვევებს, საჯარო გამოსვლებისა და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კომაროვის სკოლა ულოცავს თეკლა აგლაძეს და მადლობას უხდის კანტის აკადემიას სიგელისათვის.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა