20 მარტი, 2018 14:20
კომაროვის სკოლის მოსწავლე მარიამ ლომთაძე MIT-ის ბანაკში სრული დაფინანსებით გაემგზავრება
კომაროვის პროექტის “მოსწავლის პროფილი” სტუმარია კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ლომთაძე.
მარიამი “LaunchX” საზაფხულო პროგრამის, MIT-ის ბანაკში სრული დაფინანსებით გაემგზავრება.
იგი 2017 წლის Bio-Hackathon-ის 2 ადგილის და ნორჩნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედლის მფლობელია.
მარიამი მათემატიკის ტურნირის გამარჯვებულია, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში გაემგზავრა. ასევე იმერეთის კალათბურთის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მე-2 ადგილის მფლობელია.
ფლობს საკუთარ სტარტაპს: Looper, გიფების აპარატი – www.looper.ge
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მარიამს.
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა