კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა
ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა, თბილისის N202 უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში, ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 8 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომაროვის მოსწავლეებმა უსინათლოებისთვის შექმნილი დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერი „ლუსი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.
პრეზენტაციაზე თამარ მახარაშვილმა სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური სოციალური გამოწვევების გადაჭრა.
„ლუსი“ უსინათლოებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო ისეთი აქსესუარების მოხმარებას უმარტივებს, როგორიცაა: თეფში, დანა-ჩანგალი და სხვა. მაგიდა-ორგანაიზერი აღჭურვილია როგორც ხმოვანი სისტემით, ისე ბრაილის შრიფტით. მომხმარებელს შეუძლია, დაასახელოს მისთვის საჭირო ნივთი, შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად შემობრუნდება და საგანი მაგიდა-ორგანაიზერის ღიობში აღმოჩნდება, საიდანაც მისი აღება იქნება შესაძლებელი. „ლუსის“ გამოყენება უსინათლო ადამიანებს ბრაილის შრიფტის დახმარებით შეუძლიათ.
ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ 2025 წლის ფინალისტებს შორისაა.
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მათემატიკისა და ფიზიკის შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა