კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადაზე
ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისმოსწავლეებმა ფიზიკის ბალტიისპირეთის ოლიმპიადაში (Nordic- Baltic Physics Olympiad 2023), რომელიც ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 14, 15 და 16 აპრილს მიმდინარეობდა, 5 მედალი მოიპოვეს.
დაჩი ჭოტაშვილი და ირაკლი უგულავა ოქროს მედალოსნები გახდნენ. ანდრია მანჯავიძემ, ბიძინა გაგნიძემ და თორნიკე ცაძიკიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
გუნდის ხელმძღვანელები კომაროვის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თემურ კალატოზი, კომაროვის სკოლის ფიზიკის წრის მასწავლებელი ნიკოლოზ მალცევი და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ფიზიკის მასწავლებელი დავით ნიშნიანიძე იყვნენ. გუნდს ადგილზე დაეხმარა კომაროვის სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკა კალანდარიშვილი, რომელიც ახლა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობს. ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.
ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადა 1992 წლიდან იმართება და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მნიშვნელოვანი პარტნიორია. პროექტში რვა ქვეყნის ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადის 7 ოქროს მედალოსნიდან 2 კომაროვის სკოლის მოსწავლეა.