GE
7 აგვისტო, 2020 15:00

კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე

26 ივლისს დასრულდა ყოველწლიური ევროპის ფიზიკის ოლიმპიადა (EuPhO), რომელიც, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ევროპის ონლაინ ოლიმპიადაზე 57 სახელმწიფოს, მათ შორის არაევროპულიც, ნაკრები მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზეს კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ძაძამიამ, ლუკა კოპაძემ, იოანე თოიძემ, ლუკა კირთაძემ და ნიკოლოზ ნიკურაძემ. ნაკრების ლიდერები: დავით ნიშნიანიძე, თემურ კალატოზი და მიხეილ სოხაშვილი.

გიორგი ძაძამიამ, იოანე თოიძემ და ლუკა კირთაძემ ვერცხლის, ნიკოლოზ ნიკურაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე წელს მესამედ იასპარეზა. აქამდე ქართველ მოსწავლეებს ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 2 მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება