GE
22 მაისი, 2017 17:30

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე IV ადგილი დაიკავეს

ლოს-ანჯელესში, Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ, გამოვლინდა გამარჯვებულები. IV ადგილის მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები – კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი.

ქართველმა მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ კონკურსზე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ მესამე ადგილი მოიპოვეს პროექტით „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“ რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანების მიმართულებაში.

2017 წლის 13 მაისს, ისინი გაემგზავრნენ ქალაქ ლოს-ანჟელესში, კალიფორნია (აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 15-18 მაისს კონკურსანტები პრეზენტაციებით წარსდგნენ ჟიურის წინაშე გამარჯვებულების გამოსავლენად. საქართველოს წარმომადგენლობა ორშაბათს სიამაყით დაბრუნდება სამშობლოში.

კომაროვის სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება