GE
10 ოქტომბერი, 2019 16:55

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე რეკორდული რაოდენობის მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს საგნობრივ ნაკრებებში საერთაშორისო ოლიმპიადებზე რეკორდული რაოდენობის, 13 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა საქართველოს საგნობრივი ნაკრებების წევრები ფულადი ჯილდოთი და სიგელებით დაასაჩუქრეს.

2019 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში საქართველოს ეროვნული ნაკრებების წევრებმა მსოფლიოს უპირველეს ტურნირებზე, საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში რეკორდული რაოდენობის, 17 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

მათ შორის, საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში კომაროვის სკოლის მოსწავლეებმაც რეკორდული რაოდენობის – 13 მედალი მოიპოვეს.

ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის ნაკრები გუნდის წევრები 2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა.

მათემატიკის ნაკრები 6 წევრისგან, ფიზიკის ნაკრები 5 წევრისგან, ხოლო ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ნაკრები 4 წევრისგან შედგება.

მათემატიკის ნაკრებში 5 წევრი, ინფორმატიკის ნაკრებში ოთხივე წევრი, ფიზიკის ნაკრებში – 4 წევრი, ქიმიის ნაკრებში 2 წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო.

აღსანიშნავია, რომ კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბირკაძემ და თეიმურაზ თოლორაიამ მედლები მოიპოვეს ორ სხვადსხვა საგანში.

მათემატიკის მე-60 საერთშორისო ოლიმპიადაზე (დიდი ბრიტანეთი, ბათი) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

  • ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვის სკოლა) – ვერცხლის მედალი;
  • თეიმურაზ თოლორაია (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • დიმიტრი კორკოტაშვილი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ლუკა მუშკუდიანი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ლუკა მაჭარაშვილი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • გიორგი ადიკაშვილი (ვეკუას სკოლა) – საპატიო სიგელი.
  • ნაკრების ლიდერი – გიორგი ჭელიძე; ნაკრების თანალიდერები – გივი ნადიბაიძე და უშანგი გოგინავა;

ფიზიკის 50-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე (ისრაელი, თელავივი) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

  • ალექსანდრე მერაბიშვილი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • გიორგი გოგაბერიშვილი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ლაშა კოროშინაძე (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ჯონი თოიძე (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • გიორგი ძაძამია (ვეკუას სკოლა) – საპატიო სიგელი.
  • ნაკრების ლიდერი – რამაზ ხომერიკი; ნაკრების თანალიდერები-  გრიგოლ ფერაძე და  არსენ ეგრისელაშვილი.

ინფორმატიკის 31-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე (აზერბაიჯანი, ბაქო) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

  • ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვის სკოლა) – ოქროს მედალი;
  • თეიმურაზ თოლორაია (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ბაქარ გამეზარდაშვილი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი.
  • ნაკრების ლიდერი- გიორგი მანდარია; ნაკრების თანალიდერები-  ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.

ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (საფრანგეთი, პარიზი) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

  • საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ლაშა ხუციშვილი (თბილისის N186 საჯარო სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ნაკრების ლიდერი- ელიზბარ ელიზბარაშვილი; ნაკრების თანალიდერები –  ვახტანგ კურცხალია და თინათინ ბუთხუზი.

ბიოლოგიის 30-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე (ირანი, თეირანი) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

  • ნიკოლოზ სოხაძე (ვეკუას სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ანანო ნებიერიძე (ვეკუას სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ანა თოიძე (შპს მეექვსე საავტორო სკოლა) – ბრინჯაოს მედალი;
  • ნაკრების ლიდერები – ეკატერინე ბაკურაძე, ირინა მოდებაძე და ნანა ბარნაველი.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, სკოლისა და წრის პედაგოგებს და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება