GE
7 მაისი, 2019 14:59

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა შეჯიბრში “მეცნიერების თასი 2019” გაიმარჯვეს

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და San Diego-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში – მეცნიერების თასი 2019 (Science Cup 2019) გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების 100%-იანი დაფინანსება მიიღეს. (ე.წ. STEM-ის მიმართულებით)

შეჯიბრში 70-მდე გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ორი კომაროვის სკოლის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც I და II ადგილები დაიკავეს.

პირველ ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა: ლევან გოგრიჭიანი (კაპიტანი), ნიკოლოზ ჩაფიძე გიორგი შოგირაძე, ჯონი თოიძე და გიორგი კენჭოშვილი.

მეორე ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა: თომა ფირცხელანი, სოფო კიკნაძე, ირაკლი ანდღულაძე, ნინო ბერიშვილი და ნინი ტყეშელაშვილი.

შეჯიბრი მიმდინარეობდა სხვადასხვა საგანში: ფიზიკა, მათემატიკა, ელექტრონიკა, გეოგრაფია, გეოლოგია, ბიოლოგია, ქიმია.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება