GE
29 იანვარი, 2018 15:10

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა “ვიდეორგოლების და სლოგანების” კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა “ვიდეო რგოლების და სლოგანების” კონკურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კერძოდ, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.

აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებს დაევალათ შეექმნათ მაქსიმუმ 6-წუთიანი ვიდეო რგოლი და სლოგანი, კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა და აზრის ორიგინალურად გადმოცემის უნარები.

კონკურსი გაიმართა სამ ეტაპად. კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ნინო ხაჩიძე, ლიზი კავილაძე, ცოტნე ფურცელაძე და ნიკოლოზ ჩიხლაძემ კონკურსში მეორე საპრიზო ადგილი დაიაკვეს. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და ფინანსური პრემია.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება