კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე!
კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2025), რომელიც ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა, ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: სანდრო ჟღენტი, ნიკოლოზ ფიცხელაური, გიორგი გუმბერიძე და ივა კობაიძე.
საქართველოს შერჩეული ნაკრების შემადგენლობა: გიორგი გუმბერიძე, გელა კირვალიძე, ივა კობაიძე, სანდრო ჟღენტი, ნიკოლოზ ფიცხელაური, მირზა შანიძე. გუნდის ლიდერები: გიორგი კეკენაძე და ივანე კვიტაშვილი.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 23 ქვეყნის 24 გუნდი (143 მოსწავლე) მონაწილეობდა.ოლიმპიადაში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა დააფინანსა საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
ცნობილია კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ STEM ოლიმპიადის ფინალისტი გუნდები by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა