GE
23 აპრილი, 2020 14:56

კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადაზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ნაკრების სახელით მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ერთად, ევროპის გუნდებს შორის IX-X ადგილი გაიყო.

დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020), რომელიც წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც კომაროვის სკოლის მოსწავლე ოთხი გოგონასგან შედგებოდა.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთათვის ოლიმპიადა წარმატებული აღმოჩნდა. წელს პირველად, ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა: ანა ონოფრიშვილი – ოქროს მედალი; თამარ კორკოტაშვილი – ვერცხლის მედალი; მარიამ ივარდავა – ბრინჯაოს მედალი; მარია ცხვედიანი – ბრინჯაოს მედალი.

ნაკრების ლიდერი იყო ივანე გოქაძე, თანალიდერები – დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.

ოლიმპიადაზე მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.

აგრეთვე სასიხარულოა, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2021 წელს მე-10 ოლიმპიადა ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება