31 ოქტომბერი, 2017 17:33
კომაროვის სკოლის რუბრიკის “მოსწავლის პროფილის” სტუმარია ქეთი გუგულაშვილი
კომაროვის სკოლა აგრძელებს “მოსწავლის პროფილის” წარმოდგენსა, რომელიც კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს ქეთი გუგულაშვილს ეხება.
ქეთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ინგლისურენოვან საერთაშორისო სკოლაში (ISET) 100-პროცენტიანი დაფინანსებით სწავლობს.
საზოგადოებამ X ფაქტორიდან გაიცნო და მის ნიჭს ბევრი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა. ამჯერად მონაწილეობს იმედის ეთერის პროექტში ,,ჩვენ ვარსკვლავები ვართ”.
ამბობს, რომ მუდამ გრძნობს მუსიკისა და მათემატიკის მჭიდრო კავშირს და ამას შემდეგნაირად ხსნის: მუსიკა ხელოვნების მწვერვალია, ხოლო მათემატიკა – ლოგიკური აზროვნების.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ქეთის.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა