15 ივნისი, 2017 16:47
კომაროვის სკოლის პედაგოგები „რა, სად, როდის?“ ფინალში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ბაკურიანში საზაფხულო სკოლას გეგმავენ
2017 წლის 16 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით კომაროვის სკოლის პედაგოგები (დიანა არჯევიძე და ნინო ნავერიანი) გეგმავენ საზაფხულო სკოლის მოწყობას ბაკურიანში, რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის?“ ფინალში გამარჯვებული მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებისათვის.
საზაფხულო სკოლის მიზანია მოსწავლეებმა შეიძინონ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები, მოინახულონ ისტორიული და თვალწარმტაცი ადიგლები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და განმავითარებელ-შემოქმედებით აქტივობებში, დაისვენონ, გაერთონ და პედაგობების დახმარებით გაიარონ ინტენსიური კურსი ისტორიასა და რუსულ ენაში.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს:
- ტრანსპორტირება (თბილისი – ბაკურიანი – თბილისი)
- ცხოვრება კომფორტულ სასტუმროში.
- სამჯერადი კვება.
- ლაშქრობები და შემეცნებით ტური
- ინტენსიური კურსი ისტორიასა და რუსულ ენაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა