კომაროვის სკოლის პირველმა გუნდმა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საპატიო სიგელი დაიმსახურა
კომაროვის სკოლის ინფორმაციით, მათი პირველი გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საპატიო სიგელით დაბრუნდა. ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ყოველწლიურად ალმატიში ტარდება. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-14 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 18 სახელმწიფოს 60-მდე გუნდი იღებდა. ამ ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლა ორი გუნდით იყო წარმოდგენილი.
სკოლის მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
“კომაროვის სკოლის პირველმა გუნდმა საპატიო სიგელი (რეიტინგით მე-8 შედეგი) აჩვენა. სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათეამატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში“, – ნათქვამია სკლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას 1 პირველი პრიზი, 3 მესამე პრიზი და 3 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.
გუნდის შემადგენლობა:
- გუნდის ლიდერები: მიხეილ მებონია, მიხეილ გაბესკირია, ალექსანდრე საათაშვილი.
- ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
- გამეზარდაშვილი ვანო – ინფორმატიკა, ოქროს მედალი.
- კლდიაშვილი გიორგი – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
- ხოხიაშვილი ალექსანდრე – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
- ლეფსვერიძე საბა-მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
- კორკოტაშვილი დიმიტრი – მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
- გამეზარდაშვილი ბაქარ – მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
- თოლორაია თეიმურაზ – მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
- გაგნიძე კონსტანტინე – ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი
- მდინარაძე დავით – ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის პირველი გუნდის ოლიმპიადაში მონაწილეობის დაფინანსებისთვის.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.