GE
13 სექტემბერი, 2019 13:33

კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი International ACAC-ის კონფერენციაზე იმყოფებოდა

კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ინგლისურის მასწავლებელი, მაია ოთიაშვილი 2019 წლის 7 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, იმყოფებოდა International ACAC-ის კონფერენციაზე, (უნივერსიტეტებში მიღების პროცესებში დახმარების საერთაშორისო ასოციცია – International Association for College Admission Counseling) რომელიც 7-12 ივლის გაიმართა Western University-ს უნივერსიტეტში. გაეცნო უცხოეთის უნივერსიტეტებში სასწავლო აპლიკაციების შევსების, სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილების წერის სიახლეებს; ასევე ქონდა შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიმღები კომისიის წევრებთან, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ,,education fair’’, სადაც წარდგენილი იყო კომაროვის სტენდი და ასობით უნივერსიტეტს წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია ჩვენი სკოლის მიღწევების შესახებ.

ასევე, 13 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაემგზავრა ნიუ იორკის შტატში და სამუშაო ვიზიტები ჰქონდა თერთმეტ უნივერსიტეტში: Rochester Institute of technology, University of Rochester, Hobart and William Smith Colleges, Ithaca College, Syracuse University, Colgate University, Hamilton College, Union College, Skidmore College, Rensselear Politechnic Institute, Bennington College, სადაც გაეცანო უნივერსიტეტების კურიკულუმებს, შეხვდა უნივერსიტეტში მიმღები კომიისის წევრებს, სტუდენტებს, დაათვალიერალაბორატორიები, სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, გაეცნო პროგრამებს.

კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამების აქტიურობის შედეგად, სამოცამდე კომაროველი, სრული დაფინანსებით, სწავლას აგრძელებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორიცაა: American University in Bulgaria; Bradfield College; Chigwell School Worcester; Christs Hospital; Duke University; Fitzwilliam College; Hamilton College; Lafayette College; Massachusetts Institute of Technology; Oswestry School; University of Pennsylvania; Polytechnic Institute; Stockholm School of Economics; Tonbridge School; University of Debrecen; University of Manchester; University of Cambridge; Duke Kunshan University; Charls University და სხვა.

International ACAC-ის კონფერენციაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო ჩვენი სკოლისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით და ურთიერთობის დამყარებას როგორც სკოლებთან, ასევე უნივერსიტეტებთან, რაც შემდეგში დადებითად აისახება ჩვენი მოსწავლეების უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება