კომაროვის სკოლის წარმატება ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირზე
4-7 სექტემბერს ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირი IYPT 2020 გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რობიკო ცინცაძე (კომაროვის სკოლა); ზურაბ უგულავა (კომაროვის სკოლა); ნიკა ნიკურაძე (კომაროვის სკოლა); ნიკა მალცევი (კომაროვის სკოლა); ლაზარე ოსმანოვი (ვეკუას სკოლა). ნაკრების მწვრთნელები: გიორგი ხომერიკი მიხეილ სოხაშვილი, გიორგი წერეთელი, გიორგი ჯიქიძე და გიორგი ბახტაძე.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორს, გიორგი ხომერიკს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტურნირის ორგანიზებასა და წარმართვაში გაწეული ღვაწლისთვის.
ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!