კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ STEM სკოლაში მოსწავლეების რეგისტრაცია მიმდინარეობს
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ STEM სკოლაში რეგისტრაცია 27 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში VII-XI კლასელ მოსწავლეებს შეუძლიათ დისტანციურად დაეუფლონ საბაზისო ცოდნას STEM მიმართულებით; პროექტი განკუთვნილია არაკომაროველი მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეები შეისწავლიან:
- Tinkercad-ში მუშაობას და მოდელირებას;
- მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებას;
- Arduino-ს სენსორების მართვასა და გამოყენებას;
- ელექტრონული კომპონენტების საშუალებით STEM პროექტების შექმნას.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
დარეგისტრირებულ მოსწავლეებს (28 სექტემბერი – 6 ოქტომბრის კვირაში) მისაღები გამოცდა ჩაუტარდებათ, რომლის შედეგების მიხედვითაც განისაზღვრება პროექტში ჩასარიცხი მოსწავლეებისა და საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი მოსწავლეების ვინაობა (საქართველოს ბანკი სწავლასა და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად უფინანსებს წელიწადში 60 რეგიონელ მოსწავლეს);
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სკოლას ელ ფოსტაზე: stem@komarovi.edu.ge ან ნომერზე: 593332103
გისურვებთ წარმატებას!