27 ნოემბერი, 2018 17:10
კომაროვში თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ლექცია ჩაატარა
კომაროვის სკოლაში ლექცია სათაურით “რა არის ფარდობითობის თეორია და სივრცის დამატებითი განზომილებები” ჩატარდა. ლექცია წაიკითხა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა, თსუ-ის მაღალი ენერგიების ინსტიტუტის, ველის კვანტური თეორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომელმა, თეიმურაზ ნადარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ ნადარეიშვილი მეორედ ეწვია სკოლას და ამჯერადაც დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიის მხრიდან.
ლექციას ესწრებოდნენ ძირითადად უფროსკლასელები, სკოლის მასწავლებლები და კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები. თეიმურაზ ნადარეიშვილიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
“კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ბატონ თეიმურაზს საინტერესო ლექციისთვის”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.