14 ივლისი, 2020 17:43
კომაროვის სკოლა რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის მათემატიკაში ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებს
კომაროვის სკოლა იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც 2019-20 სასწავლო წელს მე-6 კლასი დაასრულეს რეგიონებში (არა თბილისის სკოლებში), მათემატიკის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებს.
გაკვეთილები ჩატარდება სავარაუდოდ, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით.
გაკვეთილები დაიწყება 14 ივლისს და გაგრძელდება 26 ივლისამდე.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორს მაია ოთიაშვილს, ნომერზე 577388398, ან ელექტრონული ფოსტით: komarovicounselor@gmail.com.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა