22 მარტი, 2019 17:14
კსუ-ში სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა
19 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლა „პოლიგლოტის“ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, ინგლისური ენის საგნის ფარგლებში (პედაგოგი – ელიზავეტა ზაზაძე), ენდოკრინოლოგის, კსუ-iს ასისტენტ-პროფესორის თამარ კახნიაშვილის ლექცია თემაზე – „სხეულის აგებულება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ – გაიმართა.
მომხსენებელმა ლექციაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საკვები ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, წყალი), კალორიები, სხეულის მასის ინდექსი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა „პოლიგლოტსა“ და კსუ-ის შორის თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და სკოლის წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებში.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი



