„კულინარიული დუელი“ თბილისის #51 საჯარო სკოლაში
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში გაიმართა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების ემოცია“ (კათედრის ხელმძღვანელი ლიკა ბერაძე) . ღონისძიების პარტნიორი იყო სამედიცინო კლინიკათა ქსელი „ევექსი“ (ევექსის წარმომადგენლები: ნათია ილურიძე და ეთო გილიგაშვილი).
პროექტის ფარგლებში გაიმართა კულინარიული დუელი მეათე კლასის მოსწავლეებს შორის. სამი დღის განმავლობაში გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უგემრიელესი და ჯანსაღი კერძების, სალათებისა და დესერტების მომზადებაში. ღონისძიებას უძღვებოდნენ ტელეჟურნალისტი აჩო ზამბახიძე და #51 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
კულინარიული დუელი მიმდინარეობდა უფროსკლასელების მიერ შესრულებული ულამაზესი სიმღერების და ცეკვების თანხლებით.
კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები შემდეგ ნომინაციებში:
- „ჯანსაღი და ნოყიერი საკვები“ (მე-10/7 კლასი),
- „კრეატიული სერვირება“ ( მე-10/6 კლასი),
- „ხარისხის გარანტია“ (მე-10/5 კლასი), „ორიგინალური დესერტი“ (მე-10/2 კლასი).
კონკურსის გამარჯვებული გახდა მე-10/5 კლასის გუნდი.
ღონისძიების პარტნიორმა „ევექსმა“ პროექტის ყველა მონაწილეს გადასცა სიგელები, ხოლო ფინალში გასული გუნდები და მასწავლებლები დააჯილდოვეს აკვაპარკის GINO PARADISE სასაჩუქრე ვაუჩერებით, ბავშვების საყვარელმა ტელეწამყვანებმა ქეთი და აჩო ზამბახიძეებმა კი ფინალისტებს გადასცეს 100-ლარიანი ვაუჩერები გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად.
#51 სკოლის დირექცია მადლობას უხდის „ევექსს“ და ტელეწამყვანებს მხარდაჭერისთვის, ხოლო მოსწავლეების უსურვებს წარმატებას!