GE
3 ივნისი, 2022 16:57

ლამაზი დღეები სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“

2022 წლის მაისი სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ დახუნძლული იყო მოვლენებით. 20 მაისს გააცილეს მეთორმეტეკლასელთა 27-ე გამოშვება, რაც ძალიან ემოციური იყო. სკოლას ჰყავს საამაყო ხუთი ოქროს მედალოსანი.

29 მაისს მომავალი ცოდნელებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. სკოლა უკვე 28-ე ნაკადს იღებს. მხიარული ანიმატორებითა და თბილი დახვედრით, ადმინისტრაციამ გზა დაულოცა მომავალ ცოდნელებს ცოდნის სამყაროში. მათ დაათვალიერეს სკოლა, მოინახულეს სივრცე, სადაც წლებს გატარებენ. ღონისძიების დასასრულს კი საჩუქრები გადაეცათ. სკოლა მადლობას უხდის პატარების მშობლებს ნდობისთვის და სიყვარულით სავსე გარემოს ჰპირდება.

საყოველთაო სიხარულად იქცა 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სკოლამ მიულოცა პატარებს და იზრუნა მათ გართობასა და განწყობაზე.

სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“, მისი თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, მშობლები და გულშემატკივრები კიდევ უამრავი საინტერესო, ულამაზესი და მასშტაბური ზეიმის მოლოდინში არიან.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში