10 მარტი, 2026 15:15
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტის“ ლიტერატურული კლუბის წევრებმა, კლუბის ხელმძღვანელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, თემაზე – „ლეგენდად ქცეული ქალები“, სასკოლო კონფერენცია ჩაატარეს.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიოს ისტორიაში ცნობილ ქალებზე და მათ ცხოვრებასა თუ საქმიანობაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება, ასევე ისტორიული და კულტურული ცოდნის გაღრმავება.
„პოლიგლოტი“ მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას საინტერესო კონფერენციის ორგანიზებისთვის, ხოლო მოსწავლეებს – აქტიური ჩართულობისათვის.