მაისის თვის თარიღები – აქტივობები, იდები და ღონისძიებები სასკოლო საზოგადოებისთვის
უკვე დაგეგმილი გაქვთ მაისის თვის აქტივობები?! მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნათია უჩავა EDU.ARIS.GE-ს მკითხველს ამჯერად გაუზიარებს მაისის თვის აქტივობებს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის სასარგებლო სასკოლო აქტივობებს მაისის თვის მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით:
ინსტრუქცია დაგეხმარებათ, რომ სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მეტად შემოქმედებითი და ხალისიანი გახადოთ.
მაისის თვის, აქტივობები, იდები და ღონისძიებები თარიღების მიხედვით:
1 მაისი — შრომის საერთაშორისო დღე
– აქტივობა: მინი-გამოფენა „შრომის მნიშვნელობა“, თემატური საუბრები სხვადასხვა პროფესიის შესახებ.
3 მაისი — მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე
აქტივობა: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან პატარა გაზეთი ან ჟურნალის გვერდი.
8 მაისი — წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე
მოსწავლეებს ესაუბრეთ დახმარების მნიშვნელობაზე, სიკეთეზე, ერთმანეთს გაუზიარეთ “სიკეთის ისტორიები”.
12 მაისი — წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი)
აქტივობა: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან მცირე პროექტი. ისინი წარადგენენ ინფორმაციას ანდრია პირველწოდებულზე და ქრისტიანობის გავრცელებაზე საქართველოში.
15 მაისი — ოჯახების საერთაშორისო დღე
აქტივობა: მოსწავლეები მოიტანენ თავიანთი ოჯახის ფოტოებს და მოაწყობენ პატარა გამოფენას, დაწერენ „ჩემი ოჯახის ისტორია“.
18 მაისი — მუზეუმების საერთაშორისო დღე
შეგიძლიათ მოაწყოთ მინი-მუზეუმი კლასში: ბავშვები მოიტანენ სახლში არსებულ საინტერესო ნივთებს და წარადგენენ მათ.
20 მაისი — ფუტკრების მსოფლიო დღე
ფუტკრების მნიშვნელობაზე საუბარი – ბუნება, მცენარეები, მეფუტკრეობა. ხელნაკეთი ფუტკრები და ყვავილები.
21 მაისი — კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე დიალოგისა და განვითარებისათვის
კლასში მოაწყოთ “მსოფლიოს ქვეყნები” . ბავშვებს შეუძლიათ წარმოადგინონ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები ან საჭმელი.
22 მაისი — წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ხსენების დღე
შეიძლება განიხილოთ წმინდა ნინოს მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში და ქრისტიანობის გავრცელებაში.
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
აქტივობა: წარმოადგინეთ დღესასწაული თემაზე „საქართველო ჩემი სამშობლოა”. გამოიყენეთ სიმღერები, ლექსები. კლასის მორთვა შეგიძლიათ ეროვნული სიმბოლოებით.
31 მაისი — თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღე
შეგიძლით საუბარი ჯანმრთელობაზე, სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე.
ამავე თემაზე:
მარტის თვის თარიღები – აქტივობები, იდები და ღონისძიებები სასკოლო საზოგადოებისთვის