„მათემატიკა უკეთ რომ ესწავლათ, ეს მოვიფიქრე“ – ქუთაისელმა მასწავლებელმა პირველკლასელებისთვის ზღაპრის სცენარი დაწერა
„ეს არის ზღაპრის სცენარი ციფრებზე, რომელიც გუშინ გავაცოცხლეთ გაკვეთილზე”, – ამის შესახებ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების გამოცდილი დამრიგებელი და პედაგოგი, ბაია მაჩიტიძე EDU.ARIS.GE-ს დღეს, 6 დეკემბერს ესაუბრება.
ჩვენი რესპონდენტი კოლეგებსა და მშობლებს საკუთარი ხელით დაწერილი ზღაპრის სცენარს უზიარებს და იმ შედეგებსა თუ შთაბეჭდილებებს აცნობს, რომელიც პირველკლასელებისგან მიიღო.
იხილეთ ფოტო:
ჩამოტვირთეთ სცენარი: “ციფრთა ქვეყანა”
„მათემატიკა უკეთ რომ ესწავლათ, ეს მოვიფიქრე. ამბავი ასე ვითარდება: ნულს არ აქვს სახლი, მოგზაურობას იწყებს და გაიცნობს ციფრებს. ამ მოგზაურობაში აღმოაჩენენ, რომ ნული მეტად საჭირო ციფრი ყოფილა, დაიმეგობრებენ და ორნიშნა რიცხვებს შექმნიან. საინტერესო გამოვიდა, გვქონდა დეკორაციები, მოსწავლეებს ეცვათ ფორმები. სცენარის იდეა ჩემი შექმნილია, გამოყენებული მაქვს კოლეგის ნათია უბულაძის ლექსები რიცხვებზე“, – მოგვითხრო ბაია მასწავლებელმა.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



