მფრინავი სკოლის მოსწავლის „გაკვეთილი“ თანატოლებს და მადლობა EDU.ARIS.GE-ს
„მას შემდეგ რაც EDU.ARIS.GE-მ ჩემ შესახებ სტატია გამოაქვეყნა, ბევრმა ადამიანმა გამიცნო, დამიკავშირდნენ და შემოთავაზებებიც უამრავია“, – ამის შესახებ პატარა მფრინავი, თაზო კაბულაშვილი გვატყობინებს. ჩვენი აღმოჩენა მოსწავლე მადლობის წერილს გვიზიარებს და თანატოლებს ერთგვარ გაკვეთილს თავად უტარებს.
14 წლის ასაკში განხორციელებული პირველი ფრენა – მფრინავი სკოლის მოსწავლე თბილისიდან
„ბავშვებო, გჯეროდეთ თქვენი ოცნების! მადლობა EDU.ARIS.GE-ს, რომ ჩემი ისტორია მოყევით“, – ნათქვამია თამარ მეფის გიმნაზიის მე-9 კლასელი მოსწავლის წერილში.
მაშ ასე, რა უნდა იცოდეთ თვითმფრინავებისა და ავიაციის შესახებ, მხოლოდ საინტერესო ფაქტები – “გაკვეთილი” მოსწავლისგან:
- თვითმფრინავი არის უმაღლესი ინჟინერიია. პირველი გაკვეთილი: არაფერი არაა შეუძლებელი, თუ ადამიანმა დაიჯერა. ვილბურ და ორვილ რაიტები თვითმფრინავის პირველი გამომგონებლები იყვნენ და როცა თქვეს, რომ ადამიანი გაფრინდებოდა, ყველას გაეცინა. მაგრამ ისინი არ დანებდნენ. მთავარი გაკვეთილია: გჯეროდეს შენი ოცნების, იშრომე და ისეთი რამ გააკეთე, რაც სხვებისთვის წარმოუდგენელი იქნება!”
- პირველი წარმატებული თვითმფრინავი 1903 წელს ააგეს რაიტებმა (ამერიკელი ძმები, რომლებიც გახდნენ ავიაციის პიონერი გამომგონებლები)
- თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავს Airbus A380-ს შეუძლია ყველაზე მეტი მგზავრის, 800-ზე მეტი ადამიანის გადაყვანა.
- ყველაზე სწრაფი თვითმფრინავი SR-71 Blackbird იყო. მისი სიჩქარე 3500 კმ/სთ-ს აღემატებოდა!
- პირველი კომერციული ავიახაზი 1914 წელს გაიხსნა ფლორიდაში — Tampa და St. Petersburg-ის შორის.
- თანამედროვე ავიაციის ისტორია ომების დროს განვითარდა ყველაზე სწრაფად, რადგან საჭირო იყო ძლიერი საფრენი აპარატები.
- თვითმფრინავების პილოტებს განსაკუთრებული სამედიცინო შემოწმება სჭირდებათ.
- ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A380-ია. მას ორი სრული სართული აქვს.
- ერთ საშუალო ფრენაზე პილოტები რამდენიმე ასეულ სხვადასხვა პროცესს აკონტროლებენ ერთდროულად.
EDU.ARIS.GE წარმატებას უსურვებს თაზოს. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ნიჭიერი, მიზანდასახული მოსწავლეების აღმოჩენას, ისწავლე და გახდი შემდეგი აღმოჩენა.