მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრი კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრი კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ დააჯილდოვეს.
გრანპრის მფლობელები კომაროვის სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია და ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება.
კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მომოვალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს!
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა