5 სექტემბერი, 2024 12:05
„მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“ – აქტივობა, რომლის გამოყენებაც სკოლის დაწყების დღეს შეგიძლიათ
„მოსწავლეების გასაცნობად მე გამოვიყენებ ამ სამუშაო ფურცლებს. გარდა იმისა, რომ ამით თანაკლასელებს დავამეგობრებ, მათ თხრობის უნარსაც განვუვითარებ”, – ამის შესახებ ბაქსვუდის სკოლოს დაწყებითი კლასების სპეციალისტი, ნინო სამხარაძე გვესაუბრება და აქტივობას სახელწოდებით -„მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“ სამუშაო ფურცელთან ერთად გვიზიარებს.
იხილეთ და ჩამოტვირთეთ სამუშაო ფურცელი – „მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“
გამოყენების ინსტრუქცია:
მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლის ამობეჭდილი ვერსია. სთხოვეთ, კარგად დაფიქრდნენ და ისე დაწერონ საკუთარი თავის შესახებ. თუ დრო დარჩებათ შესაძლებელია, რომ მოაწყონ პრეზენტაცია და კლასის წინაშე ისაუბრონ, სიტყვიერად.
ასევე, შეგვიძლია, მოსწავლეები დავაწყვილოთ და წყვილებში გავაცნოთ ერთმანეთი.
ასევე იხილეთ:
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები