GE
8 თებერვალი, 2018 15:16

“მოსწავლის პროფილის” სტუმარია მრავალი საპრიზო ადგილის ფლობელი, კომაროველი ალექსანდრე ხოხიაშვილი

კომაროვის სკოლამ საკუთარ ახალ რუბრიკაში “მოსწავლის პროფილი” წარმოადგინა კომაროვის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს ალექსანდრე ხოხიაშვილი.

ალექსანდრე Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF)-ში რობოტიკის კატეგორიაში მეოთხე საპრიზო ადგილის და Central-European Olympiad in Informatics (CEOI)-ში ვერცხლის მედლის მფლობელია.

მან აუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2016 წელს კი ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

სკოლის ინფორმაციით, ალექსანდრემ ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში 2016 წელს მესამე, ხოლო 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში კი საკუთარი პროექტით მეორე ადგილზე გავიდა.

იგი 2017 წელს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

მისი მთავარი ინტერესი ტექნოლოგიებია, მათზე ყველა სიახლისა და ინფორმაციის მოპოვება. თამაშობს პინგ-პონგს, უყვარს სხვადასხვა ქვეყანაშ მოგზაურობა და მუსიკის მოსმენა. ამბობს, რომ ყველაფერი „just for fun“ უნდა აკეთო და თვითონაც ასე აკეთებს.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ალექსანდრეს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება