GE
4 სექტემბერი, 2025 12:34

სკოლაში – სიხარულით! – პრაქტიკული რჩევები მშობლებს

ავტორი: მზიკო აზნიაშვილი, განათლების სპეციალისტი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი,
ინოვაციების სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

ბავშვისთვის სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არაა. ეს არის ახალი მეგობრების, გამოცდილებებისა და უნარების სამყაროც. იმისათვის, რომ სკოლაში სიარული სიხარულთან ასოცირდებოდეს, სკოლასთან ერთად, დიდი როლი აქვს მშობელთა სწორ ჩართულობას.

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ სკოლის დაწყება ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალი გარემო, რეჟიმი და მოლოდინები, შეიძლება, სტრესს უქმნიდეს მას.

იმისთვის, რომ ბავშვებმა ნაკლები სირთულით გაიარონ ეს ეტაპი მშობლებმა შემდეგი რჩევები შეუძლიათ გამოიყენონ:

რეჟიმთან შეჩვევა.

სკოლამდე 2-3 კვირით ადრე დაიწყეთ ბავშვის რეჟიმის ნელ-ნელა შეცვლა. ადრე დაძინება და გაღვიძება შეუწყობს ხელს ახალ გრაფიკთან ადაპტაციას.

სკოლის შესახებ საუბარი: ისაუბრეთ სკოლაზე როგორც საინტერესო და დადებით ადგილზე. მოუყევით ისტორიები მეგობრების და საინტერესო აქტივობების შესახებ.

ემოციური მხარდაჭერა

ნება მიეცით ბავშვს გამოხატოს თავისი შიშები და ღელვები. ყურადღებით მოისმინეთ და თანაგრძნობით უპასუხეთ.

პრაქტიკული მომზადება

ფიზიკური სივრცის ნაცნობება: თუ შესაძლებელია, წინასწარ გაეცანით სკოლის შენობას ბავშვთან ერთად.

პირველი დღეები

თქვენი განწყობა გადაეცემა ბავშვს. ეცადეთ იყოთ დადებითი ემოციით.

რა არ უნდა გავაკეთოთ:

❌ არ შევადაროთ სხვა ბავშვებს.
❌ არ გამოვავლინოთ საკუთარი შფოთვები.
❌ არ მოვითხოვოთ მაშინვე სრულყოფილება.
❌ არ გამოვიყენოთ სკოლა, როგორც მუქარა.

ყველა ბავშვი განსხვავდება და სხვადასხვანაირად გადის ადაპტაციის პროცესს. მოითმინეთ, იყავით მხარდამჭერი და მახსოვდეთ – თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე.

ასევე იხილეთ:

მეგობრული ურთიერთობები სასკოლო ასაკში – როგორი (არ) უნდა იყოს მშობლის როლი

schools.ge სკოლებზე და სკოლებში