24 სექტემბერი, 2019 17:06
მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღე თბილისის #51-ე საჯარო სკოლაში
21 სექტემბერი მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიოს 157 ქვეყანაში მასშტაბური დასუფთავების აქციები ეწყობა. საქართველოც აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში.
დასუფთავების საერთაშორისო დღეს სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა.
მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, გადაიღეს ვიდეორგოლი, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ქუჩები.
“დასუფთავების საერთაშორისო დღის ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი ჩვენი სკოლის მოსწავლის სალომე მაისურაძის ინიციატივა იყო, რომელშიც აქტიურად ჩაერთო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.
-
არაფორმალური განათლება – მოსწავლეთა შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის №51 საჯარო სკოლა ჩაერთო ფოტოკონკურსში „ფოტოამბები პანდემიის დროს“ by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის N51 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს 50-მდე ახლი წიგნი შეემატა by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა



