GE
24 ნოემბერი, 2017 17:17

ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებისთვის კომაროვის სკოლის მათემატიკის ფესტივალი ტარდება

კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია მართავენ ერთობლივ პროექტს – კომაროვის სკოლის მათემატიკის ფესტივალს, რომელიც ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში 2017 წლის 1-2 დეკემბერს გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის ნებისმიერი სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს (გარდა მათემატიკური სკოლებისა). თითო სკოლას უფლება ექნება წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 სამ კაციანი გუნდი.

ფესტივალი შედგება ორი ტურისგან – ნახევარფინალი და ფინალი, სადაც წარმოდგენილი იქნება მე-7-დან მე-8 კლასის ჩათვლით პროგრამიდან ამოღებული ამოცანები/კითხვები.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ნოემბერი.

კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია გისურვებთ წარმატებებს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება