„ნეტავი, იქ სკოლა არის?!“ – მასწავლებლის ემოციებით სავსე წერილი (+ფოტო)
თბილისელი პედაგოგი და საბავშვო მოხრობების ავტორი, ანა კაპანაძე EDU.ARIS.GE-ს უზიარებს წერილს, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის დაწერა და ასე ჰქვია – „ნეტავი, იქ სკოლა არის?!“.
მასწავლებელმა წერილი პედაგოგის პროფესიაში ყოფნის მეთერთმეტე წლისთავს მიუძღვნა. წერილს გთავაზობთ უცვლელად:
„ნეტავი, იქ სკოლა არის?!“
ყოველ ღამით, დაძინებამდე ჩემი ბავშვები ჩემს გონებაში დაქრიან. დაჰქრიან მთელი ძალით. მოუსვენრად და ხალისიანად. ისინი ცდილობენ მთელი დღის ბედნიერი წუთები გონებიდან და გულიდან ამომიტივტივონ და თეთრ, მათსავით სუფთა და ლამაზ ფურცელზე გადმომატანინონ!
რამდენი პატარა გულშემატკივარი მყავს სკოლაში. ჩემი პატარა გულშემატკივრები ჩემს თითოეულ გამოწვევას ინტერესით თვალყურს ადევნებენ და ცდილობენ მეტად გამამხნევონ, დიდი მოტივაცია მომცენ. ერთ ამბავს გაგიზიარებთ.. 14 ნოემბერს ჩემი ბავშვების საყვარელი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფორმატზე მოვხატე პეპი. სიმართლე გითხრათ, დიდად არ აღმაფრთოვანა ჩემმა ნახატმა, მაგრამ ბავშვების გასახალისებლად გუაშებით მაინც გავაფერადე. ჩემს პატარებს ნახატის დანახვაზე გაოცებისა და აღტაცების ღიმილი უთამაშებდათ. -„მას, ეს თქვენ დახატეთ? როგორი ნიჭიერი ხართ! სად ისწავლეთ ხატვა? თქვენ ნამდვილი მხატვარი ხართ!’’ დიახ, ამ სიტყვებმა დიდი სტიმული მომცა და მეორე ფორმატზე უფრო დიდი პეპი დავხატე. ძალიან უცნაური ფეხსაცმლებით. ხვალ გულისამოვარდნით წავუღებ ჩემს გულისხმიერ მოსწავლეებს.
ფოტო:
როცა მასწავლებელი ხარ, არასდროს არის გვიანი გახდე მომღერალი, მოცეკვავე, მხატვარი. ნებისმიერ პროფესიას სიხარულით შეისწავლი და შენს პატარა გულშემატკივრებს დიდ ზეიმს მოუწყობ.
მთელი წელი ვაგროვებდი ბავშვებისმიერ მორთმეულ ყვავილებს. ეს ყვავილები არ გეგონოთ მხოლოდ დამჭკნარი ყვავილები. არა, ეს სიმბოლოა ჩვენი კლასის სიყვარულისა და ერთგულებისა. დიახ, ორ მორზე სიყვარულითა და დიდი იმედებით ავკინძე გამხმარი ვარდები და თვალსაჩინო ადგილას დავკიდე. თქვენც ხომ ასე აკეთებთ, კოლეგებო?
ჩემო კოლეგებო, „ნეტავი, იქ სკოლა არის?!“
ყოველ ღამით დაძინებამდე ჩვენი მოსწავლეები ჩვენს გონებაში დაქრიან. დაჰქრიან და მთელი ძალით გამორბიან ჩვენსკენ. გამორბიან, რომ გვითხრან „როგორ მიყვარხართ მასწავლებელო’’ .
და მაინც, როგორ შეიძლება ასე არ იყოს?! ჩვენ ხომ სანამ ახალ სადამრიგებლოს კლასს ავიყვანთ და ბავშვებს გავიცნობთ, მათი სახელებისა და გვარების ცნობის გარეშეც ყველა ბავშვი გვიყვარს!
ასევე იხილეთ: