,,ორიგინალური ნაძვის ხის” კონკურსის გამარჯვებული სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ გახდა
Etaloni.ge-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა ,,ორიგინალური ნაძვის ხის” კონკურსში გამარჯვებული სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ დიპლომით დააჯილდოვა. ,,ეტალონის“ სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერებმა ნინო ზაზაძემ და იაკო ამირანაშვილმა გამარჯვებულს დიპლომი პირადად გადასცეს.
,,ეტალონის” სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი – იაკო ამირანაშვილი მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე სკოლებს: ,,სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ვიყავით და დავაჯიდლოვეთ გამარჯვებული, ორიგინალური ნაძვის ხის ავტორს, სოფიო გაფრინდაშვილს, გადავეცით ,,ეტალონის“ დიპლომი ყველაზე კრეატიული ნამუშევრისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე სკოლებს. გამარჯვებულს კი ვულოცავთ.“
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ დირექტორმა ნაზი ნადირაძემ საუბრისას გამოხატა მადლიერება, რომ ასეთი საინტერესო კონკურსი გამოაცხადა ,,ეტალონმა“. ,,ამით კიდევ უფრო გამოაჩინა ჩვენმა მასწავლებელმა კრეატიულობა, მისი შემოქმედებითი უნარები, ეს კონკურსი მისთვის დიდი მოტივაცია იყო“, – აღნიშნა დირექტორმა.