პირველი დღე სკოლაში – „დამრიგებლებო, საკლასო ოთახში გქონდეთ ეს ნივთები და პირველივე კვირას ჩაატარეთ ჰიგიენის გავეთილი”
„სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენა და სანიტარული ნორმები მკაცრად უნდა იყოს დაცული, დამრიგებლის როლი კი უმნიშვნელოვანესია. პირველივე სასწავლო დღიდან შეუქმენით მოსწავლეების სათანადო პირობები”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან განათლების სპეციალისტი, ინოვაციების სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, მზია აზნიაშვილი.
სპეციალისტი იმ ნივთების ჩამონათვალს გვიზიარებს, რაზეც თვლის, რომ სწავლის დაწყების დღეს ყველა საკლასო ოთახში უნდა იყოს; ასევე გვიხსნის, რა უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს პირველ დღეს, რათა ჰიგიენის წესების დაცვა არ გაუჭირდეთ.
თქვენმა მოსწავლეებმა, უნდა იცოდნენ:
- თუ ხელებს არ დაიბანენ, ისე ვერ ჭამენ!
- არ შეიძლება ჰქონდეთ ჩანთაში ან ედოთ მაგიდაზე საკვები და სხვა ნარჩენები. კლასში ნარჩენებისთვის გამოყოფილია სპეციალური ურნა!
- გაკვეთილის შემდეგ, შესვენებებზე უნდა გაანიავდეს საკლასო ოთახი!
- სადეზინფექციო ხსნარი უნდა გამოიყენონ მიკრობებისა და ვირუსებთან ბრძოლისთვის, არა სათამაშოდ!
- თუ დაეღვრებათ სასმელი წყალი, ან გაჩნდება მსგავსი პრობლემა, პრობლემის დამალვის ნაცვლად, მიმართონ დამრიგებელს და შემდეგ სკოლის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს.
“დამრიგებლებო, საკლაშო ოთახში გქონდეთ ეს ნივთები და პირველივე კვირას ჩაატარეთ ჰიგიენის გაკვეთილი – სკოლის ექიმთან ერთად. ეს უნდა იყოს დამრიგებლის საათის ფარგლებში. პირველკლასელებთან კი გირჩევთ, რომ სივრცეში საორიენტაციო გაკვეთილი ჩაატაროთ. მათთვის ჰიგიენის დაცვის სწავლა უმნიშვნელოვანესია: ანტიბაქტერიული სითხე, სველი ხელსახოცი, კარგად გასუფთავებული ჩვარი, მაგიდის საწმენდი ხსნარი. კლასის სისუფთავეს მიაქციეთ დიდი ყურადღება “, – ამბობს სპეციალისტი.
ასევე იხილეთ: