6 აგვისტო, 2019 12:47
„პოლიგლოტელები“ საქართველოს მასშტაბით პირველ ათეულში არიან
სკოლა „პოლიგლოტის“ 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და დაიმსახურეს უმაღლესი შეფასებები: 80- დან 80 ქულა, 80-დან 77 ქულა, 70-დან 69 ქულა, რის გამოც რეიტინგით ისინი საქართველოს მასშტაბით პირველ ათეულში არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ოქროსმედალოსნები: ელენე სვიანაძე, ვასილ თოდუა და ნინო სანგულია.
სკოლა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ განსაკუთრებულ წარმატებას და უსურვებს ყველა მათგანს ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.