GE
25 აპრილი, 2019 16:51

“პოლიგლოტელებმა” ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოინახულეს

შპს „პოლიგლოტის“ VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში“, სადაც მოინახულეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეში დაცული თანამედროვე ქართველი მხატვრების: ლ.ცუცქირიძის, ჯ.ხუნდაძის, ო. ჩხარტიშვილის, შ. მატუაშვილის, ი. ფარჯიანის და სხვა მხატვრების მიერ რელიგიურ თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები.

მოსწავლეები აგრეთვე გაეცნენ სხვადასხვა სტილებს და პარალელები გაავლეს ცნობილ ევროპელ მხატვრების შემოქმედებასთან, აგრეთვე მოინახულეს მუზეუმში დაცული ქართველი მოქანდაკეების მიერ შექმნილი სკულპტურული ნამუშევრები, კოლაჟის და ასამბლაჟის ტექნიკით შესრულებული შედევრები.

მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა მუზეუმში დაცულმა ექსპონატებმა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი