“პოლიგლოტის” გუნდი ,,მეცნიერებათა თასი-2019“-ის ფინალისტი გახდა
სკოლა ,,პოლიგლოტის“ უნიჭიერესი და ინტელექტუალური მოსწავლეების გუნდი ,,მეცნიერებათა თასი-2019“-ის ფინალისტი გახდა.
გუნდის შემადგენლობაში არიან: ვასილ თოდუა (კაპიტანი), ელენე სვიანაძე, ნინო სანგულია, ნიკა ჯოხაძე და სანდრო კაპანაძე.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით, რომლებმაც არაერთხელ გვასახელეს და გამოავლინეს ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, მეცნიერული კვლევის უნარი, შესაძლებლობა, სხარტი და მოქნილი გონიერება.
სკოლა დიდ მადლობას უხდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს, რადგან გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა და გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და ბედნიერებას.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



