„პოლიგლოტის“ მოსწავლეები ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას ესტუმრნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ X და XI კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად, ეწვივნენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, სადაც საგანმანათლებლო ღონისძიება – ოთარ მჭედლიშვილის ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“- ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ წიგნის აკინძვის ტექნოლოგია დეტალურად შეისწავლეს.
ვორქშოფი სამ საათს გაგრძელდა. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ხელით, დაზგის გარეშე, შექმნა წიგნი სქელი ყდით, რომელიც სამახსოვროდ დარჩათ. მოსწავლეები აღფრთოვანდნენ ამ ღონისძიებით. თავის მხრივ, ღონისძიების ორგანიზატორები მოიხიბლნენ მოსწავლეების ენთუზიაზმით, ხელმარჯვეობით და სკოლას შესთავაზეს კიდევ ერთი ვორქშოფის ჩატარება, რომელზეც სიამოვნებით დათანხმდნენ. 14 დეკემბერს ქართული ენის მასწავლებელი თეონა დიასამიძე IX კლასის მოსწავლეებს წაიყვანს ეროვნულ არქივში აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.
სკოლა დიდ მადლობას უხდის ეროვნული არქივის ადმინისტრაციას ასეთი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებისთვის.