GE
15 მაისი, 2026 11:26

„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-9 კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად, ესტუმრნენ თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“, სადაც მათ თავად მხატვარმა უმასპინძლა.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები მხატვრის ნამუშევრებს, მის ინდივიდუალურ სტილსა და შემოქმედებით ხედვას გაეცნენ.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მხატვართან შეხვედრამ, რომლის დროსაც ნინო ჩაკვეტაძე მოსწავლეებს ესაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ, გაუზიარა გამოცდილება და მათ კითხვებსაც უპასუხა.

„შეხვედრა იყო საინტერესო და შთამაგონებელი, რომელმაც მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესი და შემოქმედებითი აზროვნება გააძლიერა.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ნინო ჩაკვეტაძეს საინტერესო მასპინძლობისათვის. ასევე მადლობა ქეთევან მაისურაძეს მნიშვნელოვანი კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის“, – აცხადებენ სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი