16 აპრილი, 2026 16:37
„პოლიგლოტში“ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება
სკოლა „პოლიგლოტში“ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
- ლექცია, თემაზე: „1978 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენები”. მომხსენებელი სკოლა „პოლიგლოტის“ ისტორიის მასწავლებელი ია დორეული. ლექციის შემდეგ კინოსტუდია „გუთანის“ მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება „ქართული ენა-ლაზარეს ენა“;
- საკლასო ოთახებში დედაენის კუთხის მოწყობა, სადაც მოსწავლეები განათავსებენ კედლის გაზეთებს, პოსტერებს და კალიგრაფიულ ნიმუშებს;
- ვიდეორგოლების გადაღება;
- დედაენის ძეგლის მონახულება;
- ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.