სკოლა „პოლიგლოტში“ ოკუპაციის კვირეული გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტში“, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მინი ლექციები, მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
„პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებლებს – თინათინ დორეულსა და ნაზი ზაალიშვილს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.
გარდა ამისა, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა, მე-6 კლასის მოსწავლეებსა და კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ჩაატარეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს წიგნი „დიდი ქართველები – მარო მაყაშვილი“, გაეცნენ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებსა და საზოგადოებრივ საქმიანობას. ასევე, უყურეს მცირე დოკუმენტურ ვიდეორგოლს 1921 წლის მოვლენების შესახებ.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი