„პოლიგლოტში“ საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
სკოლა „პოლიგლოტში“ არსებული ლიტერატურული კლუბის ინიციატივით, საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მე-5 (ა,ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი „კუპატას თავგადასავალი“ საჯაროდ წაიკითხეს.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კუპატას ისტორიას, ნახეს რეალური ისტორიის მიხედვით შექმნილი ანიმაცია და მიიღეს ინფორმაცია სახელმძღვანელოს ავტორზე.
„აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კითხვის მნიშვნელობა მოსწავლეთა შემეცნებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესში.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ლიტერატურული კლუბის წევრებს საინტერესო აქტივობის განხორციელებისთვის, ასევე დამრიგებლებს – ლინეტა ფუთურიძეს, გურანდა ხუსკივაძეს და ირმა ჯავახიშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.
ცნობისთვის, საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე 2010 წლიდან აღინიშნება.