GE
25 ოქტომბერი, 2016 17:15

პროექტის – ,,CYNC ლაშქრობა” ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა”-ს მოსწავლეები არმაზის ხეობაში იმყოფებოდნენ

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის – ,,CYNC ლაშქრობა” ფარგლებში მოზარდების მერვე ნაკადი არმაზის ხეობაში იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა”-ს მოსწავლეებიც. 27-მა მონაწილემ ინსტრუქტორებთან ერთად 7 კმ-მდე მანძილი დაფარა.

მოსწავლეებმა მოინახულეს არმაზის ხეობის ღირშესანიშნაობები და გაეცნენ ამ ადგილის ისტორიულ დეტალებს. ახალგაზრდებს მარშრუტის დასასრულს სერთიფიკატები გადაეცათ.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა