23 აპრილი, 2020 10:16
პროექტის „პოლიგლოტის კვირეული“ პირველი აქტივობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა
სკოლა „პოლიგლოტის“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს პროექტი „პოლიგლოტის კვირეული“. ამ კვირის მნიშვნელოვანი პროექტი, რა თქმა უნდა, მიეძღვნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
პროექტის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მის უდიდეს მნიშვნელობაზე ქრისტიანულ სამყაროში და საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში დაწესებულ ტრადიციებზე.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის პასკა და წითელი კვერცხი განუყოფელია, სწორედ ამიტომ მე-6 კლასელმა მოსწავლე ლიზი ქემოკლიძემ კვირეულის ფარგლებში წარმოგვიდგინა მისი შესანიშნავი პასკის რეცეპტი და მომზადების წესი.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი