პროფესიული კურსები თბილისის #51 სკოლაში
2017 წლიდან სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მასში დღემდე საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები 43 სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ.
#51 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების რამდენიმე პროგრამა წარმატებით განხორციელდა. კოლეჯმა „იკაროსმა“ განახორციელა ოთხი პროგრამა-კულინარია, კონდიტერია, სერვირება და ბარმენის სპეციალისტი.
სკოლის მოსწავლეები დიდი სიხარულითა და მონდომებით იყო ჩართული სხვადასხვა პროგრამებში. მათი თქმით, თითოეულმა მოსწავლემ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინა, რაც დიდად გამოადგათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
კოლეჯი „იკაროსის“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გადასცეს სერტიფიკატები პროგრამაში აქტიური მონაწილეობისა და პროფესიის დაუფლებისთვის.