17 ნოემბერი, 2020 10:30
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
16 ნოემბერს ბათუმში საფუძველი ჩაეყარა ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ მშენებლობას. აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით.
აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.
აკადემია აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით.
-
გაიცანით თამარ მახარაძე – სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალის ისტ-ის მასწავლებელი by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ბათუმი)
-
გაიცანით ლელა მიქელაძე, სკოლა “პროგრესის” (ბათუმი) წამყვანი მასწავლებელი by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ბათუმი)
-
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის (ბათუმი) მასწავლებლის თოქთამ ქეშმირის ინტერვიუ by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ბათუმი)



